საბერძნეთისპორტი

კორონავირუსის შემთხვევა თესალონიკის საფეხბურთო კლუბ PAOK-ში

შაბათს, პირველ აგვისტოს თესალონიკის საფეხბურთო გუნდის, PAOK-ის ვარჯიში გაუქმდა, რადგან ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მსუბუქი სიმპტომებით.

ამის შემდეგ საფეხბურთო გუნდის ყველა წევრმა გაიარა ტესტირება და, როგორც კვირა დილით (2/8) გახდა ცნობილი, კორონავირუსით ინფიცირება კიდევ ერთ ფეხბურთელს დაუდგინდა.

საბედნიეროდ, PAOK-ის არცერთ სხვა მოთამაშეს, აგრეთვე, ტექნიკური პერსონალის არცერთ წევრს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. გუნდში დაკომპლექტებულ სხვა ადამიანებთან ერთად კორონავირუსზე ტესტის პასუხებს დამხმარე პერსონალის წევრებიც ელოდებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებული ფეხბურთელის ოჯახის წევრების ტესტის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა.

PAOK-ის ფეხბურთელებს ტესტირება კიდევ ერთხელ ჩაუტარდებათ პილიოში გამგზავრებამდე, სადაც გუნდი მოემზადება.

ნინო ბაჯელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close