მსოფლიოსაზოგადოება

ექიმი როშალი: COVID-19-ის პანდემია ბიოლოგიური ომის რეპეტიციაა

„ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია ბიოლოგიური ომის რეპეტიციაა“, – ამის შესახებ რუსეთის გადაუდებელი პედიატრიული ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ექიმმა ლეონიდ როშალმა Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.

 მისი თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა, თუმცა არსებული ვითარება ჯანდაცვის სისტემების სერიოზულ ტესტს წარმოადგენს.
„როდესაც ვაანალიზებ არსებულ ვითარებას, ვხვდები, რომ ეს არის ბიოლოგიური ომის რეპეტიცია. არ ვამბობ, რომ ეს ვირუსი ადამიანმა შექმნა. ასეთი განცხადებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. გარდა ამისა, მე არ ვარ ვირუსოლოგი. მაგრამ ეს არის ჯანდაცვის სისტემის ტესტი, ქვეყნის ბიოლოგიური დაცვის ჩათვლით“, – აღნიშნა რუსმა ექიმმა.

მისი აზრით, ამ ეტაპზე აუცილებელია გაგრძელდეს პირბადისა და ხელთათმანების გამოყენება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში თერმოსკრინინგი და სამსახურებში საეჭვო სიმპტომების მქონდე თანამშრომლების კონტროლი.

„კორონავირუსი კაცობრიობის იმუნიტეტს სერიოზული ბიოლოგიური კატასტროფისთვის ფიზიკურად ამზადებს“, – განაცხადა ექიმმა.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 18 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 693 000-ზე მეტი ადამიანი.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close