fbpx
კრიმინალიმსოფლიოnews

ესპანეთის ყოფილ მონარქს ფინანსურ თაღლითობასა და კორუფციაში ედება ბრალი

ესპანეთის ყოფილმა მონარქმა ხუან კარლოსმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI-ს შეატყობინა, რომ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

„თითქმის 40 წელი ვიყავი ესპანეთის მეფე და ამ წლების განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო მსურდა ესპანეთისთვის“, – ნათქვამია ხუან კარლოსის წერილში.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ყოფილი მონარქი დიდი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. შვეიცარიასა და ესპანეთში ტარდება გამოძიება, რომელიც ესპანეთის ყოფილი მეფის ანგარიშებს უკავშირდება.

8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილი მონარქის საქმეს ქვეყნის გენერალური პროკურატურა გამოიძიებს. ხუან კარლოსს ფინანსურ თაღლითობასა და კორუფციაში ედება ბრალი.

საქმე ეხება AVE del Desierto-ს სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც ყოფილი მეფის სახელიც ფიგურირებს.

2014 წელს ხუან კარლოსმა მონარქის ტიტულზე უარი თქვა და ტახტი თავის მემკვიდრეს, ფილიპე VI-ს გადააბარა.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close