მსოფლიოსაზოგადოება

ვიეტნამში COVID-19-ის ახალი ტიპი გამოავლინეს, რომელიც უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად ვრცელდება

ვიეტნამში გამოვლენილი კორონავირუსის გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს Covid-19-ის ახალი ტიპია, რომელიც უფრო გადამდებია. ინფორმაციას ამის შესახებ ვიეტნამის მთავრობის ოფიციალური გაზეთი აქვეყნებს.

როგორც ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნგუენ ტხან ლონგმა განაცხადა, აღნიშნული ვირუსის შტამი უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია, თუმცა ჯანმრთელობისთვის მისი საფრთხის დონე კორონავირუსის სხვა შტამებისგან არ განსხვავდება.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული შტამი აქამდე ბანგლადეშში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში დაფიქსირდა, თუმცა გაურკვეველია, როგორ მოხვდა ის ვიეტნამში ჩაკეტილი საზღვრების პირობებში~.

28 ივლისიდან საკურორტო ქალაქ დანანგi მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება. კორონავირუსის აფეთქების გამო კურორტიდან 80 ათასი ტურისტის გამოყვანა იგეგმება.

ტურისტების უმეტესობა ვიეტნამის მკვიდრია. ევაკუაციას 4 დღე დასჭირდება. ტურისტებს ადგილობრივი ავიაკომპანიის თვითმფრინავებით გამოიყვანენ. ავიაკომპანია ვიეტნამის 11 ქალაქის მიმართულებით, დღეში დაახლოებით 100-მდე ფრენას შეასრულებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close