საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთსა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში უახლოეს დღეებში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ

საბერძნეთსა და, ზოგადად, ევროპაში მიმდინარე კვირის ბოლოსკენ უპრეცედენტო სიცხეები დაიჭერს, რომელიც 3 დღეს გაგრძელდება – ხუშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ათენის ნაციონალური ობსერვატორიის, meteo.gr-ის პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ცხელი ჰაერის მასები მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ამინდზე არა მარტო საბერძნეთში, არამედ დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში, პირველ აგვისტომდე, შაბათამდე

სიცხის ტალღის პიკი, როგორც აღვნიშნეთ, 3 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი: ხუთშაბთიდან (30.07.2020) – შაბათამდე (01.08.2020). საბერძნეთის ზოგიერთ ნაწილში თერმომეტრის სვეტი +40°С ნიშნულზე მაღლა აიწევს.

აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს, ორშაბათს დაფიქსირებული ტემპერატურა სეზონის ნორმის ფარგლებში იყო, თუმცა უკვე სამშაბათი-ოთხშაბათიდან 2-3 გრადუსით მოიმატებს, ხოლო შაბათს – 6-7 გრადუსით და მეტით.

ქვემოთ მოცემულ რუკაზე ნაჩვენებია, რომ ცხელი ჰაერის მასები დასავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალური ევროპისკენ მიემართება და კვირის ბოლოსკენ საბერძნეთსაც მოიცავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close