fbpx
იტალიაკრიმინალი

ფიქტიური ქორწინებები იტალიაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად – 56 ეჭვმიტანილი (ვიდეო)

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენის სპეცოპერაციაში 100 სამართალდამცველი მონაწილეობდა

იტალიაში, ქალაქ ლივორნოში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ემიგრანტების ფიქტიურ ქორწინებებს აწყობდა, რის შედეგადაც ისინი ქვეყანაში ცხოვრების უფლებას იღებდნენ. ამის შესახებ Ansa წერს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების, მათ შორის, სამხრეთ ამერიკის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მოქალაქეებს იტალიელთან ქორწინება ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს.

გამოძიებას Guardia di Finanza და ლივორნოს გენერალური პროკურატურა აწარმოებენ. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებს 56 ეჭვმიტანილი ჰყავთ, მათ შორის, იტალიის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის მოქალაქეები. დაკავებულია დომენიკის მოქალაქე 55 წლის მამაკაცი, 4 ეჭვმიტანილს კი, რომელთა შორის ერთი ქალია, საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, 5 წელიწადში დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებით 25 ფიქტიური ქორწინება შედგა. ერთი ქორწინებისთვის „მაჭანკლები“ 6000-იდან 8000-მდე ევროს იღებდნენ.

ოპერაციაში ფინანსური სამსახურის 100-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 55 ჩხრეკა ჩაატარეს ლივორნოს, ტურინის, პადუის, სიენის და სპეციის პროვინციებში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close