პოლიტიკასაქართველო

„ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ოთხი წელი, საქართველოსა და ქართველ ხალხს მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში“ (ვიდეო)

ჯასთინ მაქენზი სმითი გამოსამშვიდობებელ ვიდეოს ავრცელებს ქართულ ენაზე

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი, რომელიც საქართველოში თავის დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს, სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ ვიდეოს ავრცელებს და საქართველოს და ქართველებს მადლობას უხდის გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ოთხი წლით. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი შესანიშნავი ოთხი წელი. ყველას დიდი მადლობა, მთელ ქვეყანას, ასეთი გულთბილი მიღებისთვის და უშურველი მასპინძლობისთვის. საქართველოს და, საერთოდ, ქართველ ხალხს, მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. მე, როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა, თავი არ დავზოგე, შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე ქართველი და ბრიტანელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის, რადგან, როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“, – ამბობს ჯასთინ მაქენზი სმითი ქართულ ენაზე გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი იქნება. იგი საქართველოში აგვისტოში ჩამოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close