საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ყურადღება! საბერძნეთში ბინადრობის უფლების ვადებთან დააკავშირებით ადვოკატი განმარტებას აკეთებს

ბინადრობის უფლებებთან დაკავშირებულ შექმნილ ქაოსში შევეცდები ცოტა სიცხადე შევიტანო:

1. ყველა ის ბინადრობის უფლება, რომელსაც ვადა გაუვიდა 2019 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით და შესაძლებელი იყო მათი გადავადება, და ასევე ის ბინადრობის უფლებები, რომლებსაც ვადა გაუვიდა 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ითვლება ავტომატურად გადავადებულად 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

2. ყველა ის ჩაბარების მოწმობა (ვევეოსი) ან სპეციალური მოწმობა (იდიკი ვევეოსი), რომელსაც ვადა გაუვიდა 2020 წლის 11 მარტის ჩათვლით და შესაძლებელი იყო მათი გადავადება, და ასევე ის ვევეოსები ან იდიკი ვევეოსები, რომლებსაც ვადა გაუვიდა 2020 წლის 12 მარტიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ითვლება ავტომატურად გადავადებულად 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

3. ყველა იმ ბინადრობის უფლების, რომელსაც ვადა გაუვიდა 1-ლი ივლისიდან 19 ივლისამდე,  გადავადება შესაძლებელია და ვინც ამ კატეგორიაში ხართ, უნდა იჩქაროთ, რომ რანდევუ დანიშნოთ რაც შეიძლება მალე. გადავადების პირობები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ უწყებას მიეკუთვნება ადამიანი. მაგ., სხვა ვადები აქვს პალინს და სხვა ვადები – ათენს (ეს სხვაობები განსაკუთრებით ეხება ე.წ. ჩაბარების მოწმობებს – ვევეოსებს).

4. ყველა ის ბინადრობის უფლება, რომელსაც ვადა გაუვიდა ან გასდის 2020 წლის 20 ივლისიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე, ითვლება/ჩაითვლება გადავადებულად ვადის გასვლის დღიდან 8 თვით.

ანუ, რომ შევაჯამოთ: ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვის ბინადრობის უფლებასაც 1-ლიდან19 ივლისამდე გაუვიდა ვადა. არსებობს რისკი, რომ თუ ახლავე არ მიხედეთ საქმეს, შეიძლება საბუთები გაგიფუჭდეთ.

პაატა სიმსივე, ადვოკატი

პაატა სიმსივეს ფეისბუქგვერდის მისამართია: https://www.facebook.com/simsive.paata/posts/609378456625514

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close