მედიცინატექნოლოგიები

ახალი პრეპარატი COVID-19-ის წინააღმდეგ – ოპტიმისტური პროგნოზები ბრიტანეთიდან

ბრიტანეთში შეიმუშავეს მკურნალობის მეთოდირომელიც დაავადების გართულების ალბათობას და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პერიოდს ამცირებს. მონაცემები წინასწარია, თუმცა მეცნიერთა ოპტიმიზმისთვის საკმარისი.

კლინიკური გამოკვლევა მეთოდისა, რომელიც დიდ ბრიტანეთში შეიმუშავეს, აჩვენებს, რომ მკვეთრად, თითქმის 80 პროცენტით, კლებულობს იმ პაციენტთა რიცხვი, რომელთაც ფილტვების ხელოვნული ვენტილაცია სჭირდებათ. ასევე, მესამედით შემცირდა პაციენტების საავადმყოფოში დაყოვნების დროც, – წერს ახალი მეთოდის შესახებ „ბიბისი“.

მეთოდი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Synairgen-მა შეიმუშავა. სამკურნალოდ გამოიყენება ინტერფერონ ბეტას ცილა, რომელიც პაციენტმა სპეციალური ინჰალატორით, ნებილაიზერით უნდა შეისუნთქოს.

ნებილაიზერი ბრონქული ასთმისა და სხვა რიგი რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. მისი საშუალებით წამალი ფილტვებში შეყავთ, რითაც ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულირება ხდება.

იდეა ისაა, რომ ცილა, რომელიც ფილტვებში შეყავთ, ანტივირუსულ რეაქციას იწვევს უკვე დასუსტებულ პაციენტებშიც კი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს პრეპარატი კიდევ უფრო ეფექიანი იქნება დაავადების ადრეულ სტადიაზე.

ამ ეტაპზე მეცნიერები ცდილობენ გაიარონ პროცედურები, რომლებიც მკურნალობის დასამტკიცებლად არის საჭირო. რადგან ამ პროცედურას თვეები სჭირდება, გამორიცხული არ არის, ის დაჩქარებული წესით დაამტკიცონ, როგორც ეს პრეპარატ „რემდისივირის“ შემთხვევაში მოხდა.

გარდა ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტმა კომპანია AstraZeneca-სთან ერთად შეიმუშავა ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19. ის შექმნეს იმ ვირუსის ბაზაზე, რომელიც შიმპანზის ორგანიზმში უბრალო გაციებას იწვევს, თუმცა მასალა გენეტიკურად ისეა მოდიფიცირებული, რომ ორგანიზმი მას ახალ კორონავირუსად მიიჩნევს და ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკვე შეუკვეთა ამ ვაქცინის 100 მილიონი დოზა. ასევე  შეუკვეთა სხვა ვაქცინების 90 მილიონი დოზა, რომლებზეც მეცნიერები ასევე იმედებს ამყარებენ.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close