მედიცინაიტალია

ვირუსული ნაწილაკების 99,9% კვდება – იტალიელი იმუნოლოგი განმარტავს, როგორ ზემოქმედებს ულტრაიისფერი დასხივება კორონავირუსზე

ულტრაიისფერი ნათურების ზოგიერთი ტიპი შესაძლებელია წარმატებით გამოვიყენოთ ახალი ტიპის კორონავირუსის – SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, მათ შორის, შენობების დეზინფექციისთვის. ამის შესახებ მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მარიო კლერიჩიმ (Mario Crerci) რადიო LondonONE-თან საუბრისას განაცხადა

პროფესორის თქმით, ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა, რომ ულტრაიისფერ დასხივებას კორონავირუსის დამარცხება შეუძლია.

კლერიჩის განმარტებით, იტალიელ მკვლევართა გუნდმა, მისი ხელმძღვანელობით, დიდი რაოდენობით ვირუსის ნაწილაკების და მცირე რაოდენობით ვირუსის ნაწილაკების შემცველ წყლის წვეთებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დაადგინა, რომ ვირუსი ვერ უწევს წინააღმდეგობას ულტრაიისფერ სხივებს და მისი ნაწილაკების 99,9% კვდება. ექსპერიმენტის დროს იტალიელმა მკვლევარებმა სხვადასხვა დიაპაზონის ულტრაიისფერი დასხივების ქვეშ მოაქციეს წყლის წვეთები, რომლებიც SARS-CoV-2-ის ვირუსულ ნაწილაკებს შეიცავდა. ამგვარად მოახდინეს მათ კორონავირუსული ინფექციის მატარებელი ადამიანის მიერ დაცემინების ან დახველებისას ვირუსის  გავრცელების იმიტირება.

აღმოჩნდა, რომ ულტრაიისფერი დასხივების ზემოქმედება, მცირე დოზებითაც კი, ვირუსს აქტივობის უნარს სრულად უკარგავს. კლერიჩი ამბობს, რომ მზის სხივებს, რომლებიც ზაფხულში დედამიწის ატმოსფეროში აღწევენ, შეუძლიათ სრულად მოკლან კორონავირუსული ნაწილაკები, რომლებსაც ადამიანის ნერწყვის წვეთები შეიცავს.

იმუნოლოგის თქმით, სპეციალისტები მუშაობენ ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ნათურების შექმნაზე, რომლებითაც სასაწავლო დაწესებულებების დეზინფიცირება მოხდება.

მიუხედავად ამისა, მილანელი პროფესორი რეკომენდაციას იძლევა, სწორად მოვიხმაროთ ნიღბები პლაჟზეც კი, რადგან დაინფიცირების რისკის შესამცირებლად  ერთადერთ ეფექტიან საშუალებად ითვლება ნიღაბი/პირბადე, რომელიც  ამ დროისთვის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ამასთან, პროფესორ კლერიჩის ხელმძღვანელობით გაკეთებული აღმოჩენა სასარგებლოა, რადგან სანამ ვაქცინის მოლოდინში ვართ, შესაძლებელია ულტრაიისფერი ნათურების (მათ შორის, ბაზარზე უკვე არსებულის) გამოყენება, რომლებიც რამდენიმე წამში ახდენენ საზოგადოებრივი სივრცის დეზინფიცირებას. თავად განსაჯეთ: სკოლებში ან ოფისებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა ძნელია ან დახურულ მცირე სივრცეებში, სადაც დიდია ვირუსის გავრცელების საფრთხე, შესაძლებელია ულტრაიისფერი ნათურის გამოყენება, რომელიც გაკვეთილის /სამუშაო დღის ბოლოს სივრცეების სტერილიზებას მოახდენს და ოთხებს უსაფრთხო სარგებლობისთვის მოამზადებს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close