ავსტრიაში მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილ ქანდაკებას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Children Village International-ი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ავსტრიელი ექიმის და ჰუმანისტის, ჰერმან გმაინერის ძეგლის შესახებ, რომლის ავტორიც ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია.
ცნობილი ქართველი მოქანდაკის მიერ შექმნილ ქანდაკებას ავსტრიაში ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
„იცოდით, რომ ავსტრიის ქალაქ იმსტში, სადაც პირველი ბავშვთა სოფელი აშენდა, დგას ჰერმან გმაინერის ძეგლი, რომელიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის – მერაბ ბერძენიშვილის შექმნილია?
ეს ძეგლი ავსტრიას საჩუქრად გადაეცა, ნიშნად სიყვარულისა და მადლიერებისა მსოფლიო მნიშვნელობის კეთილი საქმის კეთებისთვის.
ჩვენთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ამ ქანდაკებას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა! “ – წერია SOS Children Village International-ის ინფორმაციაში.
ცნობისათვის: ჰერმან გმაინერი (Hermann Gmeiner
კომენტარები