fbpx
მსოფლიოსაზოგადოებახელოვნება

ავსტრიაში მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილ ქანდაკებას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია SOS Children Village International-ი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს ავსტრიელი ექიმის და ჰუმანისტის, ჰერმან გმაინერის ძეგლის შესახებ, რომლის ავტორიც ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია.

ცნობილი ქართველი მოქანდაკის მიერ შექმნილ ქანდაკებას ავსტრიაში ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

„იცოდით, რომ ავსტრიის ქალაქ იმსტში, სადაც პირველი ბავშვთა სოფელი აშენდა, დგას ჰერმან გმაინერის ძეგლი, რომელიც ცნობილი ქართველი მოქანდაკის – მერაბ ბერძენიშვილის შექმნილია?

ეს ძეგლი ავსტრიას საჩუქრად გადაეცა, ნიშნად სიყვარულისა და მადლიერებისა მსოფლიო მნიშვნელობის კეთილი საქმის კეთებისთვის.

ჩვენთვის განსაკუთრებულად აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ წელს ამ ქანდაკებას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა! ❤“ – წერია SOS Children Village International-ის ინფორმაციაში.

ცნობისათვის: ჰერმან გმაინერი (Hermann Gmeiner)  ბავშვთა საერთაშორისო სოფლების დამაარსებელია. დღეს მსოფლიოს 135 ქვეყანაში 550-ზე მეტი ბავშვთა სოფელია, მათ შორის, 2 – საქართველოში. ჰერმან გმაინერი მე-20 საუკუნის ადამიანად არის აღიარებული.

ჰერმან გმაინერის ძეგლი ავსტრიაში; მოქანდაკე – მერაბ ბერძენიშვილი. ფოტო ფეისბუქგვერდიდან GeorgianSculptor/photos/
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close