ეკონომიკასაქართველო
თელავში წარმოებული ყველი ჩიკაგოს ჰიპარმარკეტებში იყიდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წარმოებული ყველი ჩიკაგოს ჰიპარმარკეტების ქსელში შევიდა.
„ცივის ყველი“ ამერიკაში ექსპორტზე სამთვიანი აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ გავიდა. 10 სხვადასხვა სახეობის 250 კგ ყველი აშშ-ის ჰიპერმარკეტების დახლებზე უკვე ხელმისაწვდომია, შემდგომ პარტიაზე კი მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. გარდა ამერიკისა, კომპანია პროდუქტს დუბაიშიც ყიდის.
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ქართულ ყველზე მოთხოვნა ევროპის ბაზრიდანაც არსებობს, თუმცა პროდუქტის ექსპორტირებას ევროკავშირის კანონმდებლობა აფერხებს.
საწარმო თელავში მდებარეობს და ამ დროისთვის იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
„ცივის ყველი“ 2019 წლიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ხარისხის ნიშანს“ ფლობს.
agromedia.ge
კომენტარები