რას ჰყვება ვირუსოლოგი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში გაიქცა
Foxnews-ი ჰონკონგელ ვირუსოლოგ ლი-მენგ იანთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ჩინეთიდან გაიქცა და თავი აშშ-ს შეაფარა.
იანი აშშ-ში 26 აპრილს ჩავიდა და იქ მას მერე იმალება. Fox News-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობამ ახალი კორონავირუსის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ ინფორმაციას მალავდა.
ვირუსოლოგმა ასევე საკუთარი კვლევის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც, მისი განცხადებით, მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეეძლო.
როგორც იანი აღნიშნავს, ის ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ახალი კორონავირუსის კვლევაში მონაწილეობდა. მისი ხელმძღვანელის მითითებით, მან აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და საკუთარი კვლევა კოლეგებს გააცნო, თუმცა მათ მისი ნაშრომი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს. ჩინელი ვირუსოლოგი თქმით, მის კვლევას ადამიანების გადარჩენა შეეძლო.
მან საკუთარი კვლევა თავის ხელმძღვანელს გააცნო, რომელმაც ურჩია გაჩუმებულიყო და წითელი ხაზი არ გადაეკვეთა.
ვირუსოლოგმა ასევე განაცხადა, რომ ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი იმაზე ადრე დადასტურდა, ვიდრე ამის შესახებ ხელისუფლებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეცნობებოდა. აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო და არ საჯაროვდებოდა.
„ჩვენ ამის შესახებ ლაპარაკი აგვიკრძალეს“, – ამბობს ლი-მენგ იანი. მისი რწმუნებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ჩინეთის ხელისუფლებამაც ინფექციის საფრთხის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ამის თაობაზე არ საუბრობდნენ.
წყარო: report.ge
კომენტარები