საზოგადოებასაქართველო
სხვადასხვა ოჯახში გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ
გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლის კურსდამთავრებულია, გამოცდას 9 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.
გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რომ ტყუპისცალი ჰყავდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების – ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.
კომენტარები