საგანგებო მდგომარეობა იტალიაში, სავარაუდოდ, გახანგრძლივდება, – განუცხადა ჟურალისტებს პარასკევს, 10 ივლისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ. ამის შესახებ Ansa წერს.
„ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა გონივრული იქნება, თუ სწორედ ამ მიმართულებით წავალთ“, – განაცხადა კონტემ. მისივე განმარტებით, საგანგებო რეჟიმი საჭიროა იმისთვის, რომ „ვირუსი კონტროლქვეშ იყოს“ და ფართო გავრცელების საშუალება არ მიეცეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში საგანგებო მდგომარეობის ვადა 31 ივლისს იწურება. იტალიური მედიის ინფორმაციით, საგანაგებო მდგომარეობა, შესაძლოა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდეს.
ცნობისათვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ადგილობრივ მთავრობებს ეძლევათ უფლებამოსილება, გაატარონ ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. მათ შორის, აკრძალონ მიმოსვლა და დახურონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
ნინო ხოშტარია
ინფორმაცია განახლებულია 22:07, 10 ივლისი, 2020 – ბოლოდან მეორე აბზაცს დამატებული აქვს დახრილი შრიფტით მოცემული წინადადება:
კომენტარები