fbpx
მედიცინამსოფლიოnews

გერმანულ კომპანია „ბიოენტექში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლომდე იქნება მზად

გერმანული კომპანია „ბიოენტექის“ ხელმძღვანელმა უგურ საჰინმა „უოლ სტრიტ ჯოურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წლის ბოლომდე კომპანიას კორონავირუსის ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა ექნება.

კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების ტემპის გათვალისწინებით, მსოფლიო მასშტაბით ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას 10 წელი დასჭირდება.

„ვირუსის გავრცელება მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც იმუნიტეტი მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტს ექნება ვაქცინის ან იმუნიტეტის მეშვეობით“, – განაცხადა საჰინმა.

გერმანული კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი უწყებებისგან ვაქცინის ეფექტიანობის დასტურის მიღებამდე „ბიოენტექი“ 100 მილიონი ვაქცინის დოზის წარმოებას შეძლებს, ხოლო შესაბამისი დასტურის შემთხვევაში შესაძლოა 2021 წლის ბოლომდე მილიარდამდე დოზაც აწარმოოს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close