მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთის პრემიერი – კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში იქნება მიზნობრივი და არა საყოველთაო კარანტინი

საფრანგეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ჟინ კასტექსი (Jean Castex) აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება, თუმცა, თუ საჭირო გახდება, კარანტინი არა სრულმასშტაბიანი, არამედ მიზნობრივი იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არ გვექნება საყოველთაო კარანტინი ისეთი, როგორიც მარტში იყო, რადგან ამას საშინელი ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. თუ საჭირო გახდება, ახალი კარანტინი იქნება მიზნობრივი“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთის მთავრობამ, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მკაცრი კარანტინი მარტის შუა რიცხვებში დააწესა, კარანტინი 11 მაისს დასრულდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში SARS-CoV-2ის 206 072 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 29 936 ადამიანი.

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close