fbpx
იტალიასაზოგადოება

ბერგამოს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კოვიდ-ინფიცირებული არცერთი პაციენტი აღარ არის

ბერგამოს Papa Giovanni XXIII-ის სახელობის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ამ დროისთვის აღარ არის კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი, პირველი დაავადებულის ჰოსპიტალიზაციიდან (2020 წლის 27 თებერვალს) 137 დღის შემდეგ. ამ ინფორმაციას თავად საავადმყოფო ავრცელებს. ამის შესახებ Ansa წერს.

ბერგამოს საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი რჩება, თუმცა ამჟამად მათი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ეს ფაქტი კოლექტივმა სიმბოლურად აღნიშნა. მსხვერპლთა ხსოვნას მათ რამდენიმეწუთიანი დუმილით მიაგეს პატივი, შემდეგ კი აპლოდისმენტებით აღნიშნეს  ბერგამოს საავადმყოფოს ინტესიური თერაპიის განყოფლების თითქმის 400 თანამშრომლის მიერ მიღებული შედეგები, ექიმების, მედდების, დამხმარე მუშაკებისა და  დამლაგებლების ჩათვლით.

რაც შეეხება მთლიანად იტალიას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 71 კოვიდ-პაციენტს მკურნალობენ, რომელთა მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close