fbpx
კრიმინალიმსოფლიოსაქართველო

დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე, ევროპის მასშტაბით კი პირველ ადგილზეა

დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4, ევროპის მასშტაბით კი პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოში უდიდესი მონაცემთა ბაზა „ნუმბეო“ ავრცელებს.

მონაცემთა ბაზის თანახმად, რომელიც მიმდინარე თვეში განახლდა, საქართველოში დანაშაულის დონე ძალიან დაბალია.

დანაშაულის დონის დასადგენად მონაცემთა ბაზა იყენებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: სახლების გატეხა და ნივთების მოპარვა, ძარცვა, ავტომობილების მოპარვა, ავტომობილების გაძარცვა, თავდასხმის საფრთხე, შეურაცხყოფის საფრთხე, ფიზიკური თავდასხმის საფრთხე, კერძო საკუთრების ქურდობა ან ვანდალიზმი, ძალადობრივი დანაშაული, ასევე, კორუფცია და ქრთამი.

მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები უსწრებენ. ბოლო ადგილებზე კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა არიან.

კიდევ ერთი გლობალური კვლევის შესახებ წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომლის თქმითაც, 2020 წლის ჰომიციდის ინდექსის (Homicid index – მკვლელობებისგან თავისუფლება) მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილზეა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით ჰომიციდის ანუ მკვლელობებისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო გერმანიასთან ერთად 28-ე ადგილს იკავებს. ეს მონაცემები მსოფლიოს წამყვანმა ტრანსეროვნულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

შედარებისთვის ექსპერტს 2012 წელის მონაცემები მოყავს – მაშინ საქართველო ამ ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 89-ე პოზიციაზე იყო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close