მსოფლიოსაზოგადოება

ციურიხის ზოოპარკში ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი მნახველების თვალწინ დაგლიჯა

შვეიცარიაში, ციურიხის ზოოპარკში ამურის ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი მნახველების თვალწინ დაგლიჯა.

4 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე დედალი ვეფხვი, სახელად ირინა, თავს დაესხა ზოოპარკის 55 წლის თანამშრომელს, რომელიც დაუდგენელი მიზეზების გამო ცხოველის გალიაში იმყოფებოდა.

ვეფხვმა ქალი ჯერ ყელის არეში დაჭრა, შემდეგ კი გაოგნებული მნახველების თვალწინ ნაწილებად დაგლიჯა.

ზოოპარკის თანამშრომლები, პოლიცია და ექიმები შემთხვევის ადგილზე ვეფხვის თავდასხმიდან 7-8 წუთის შემდეგ მივიდნენ. მათ წიწაკის სპრეისა და რეზინის ტყვიების დახმარებით შეძლეს, რომ ვეფხვი ქალისგან მოეცილებინათ, თუმცა მსხვერპლი ვეღარ გადაარჩინეს – ქალი ადგილზე დაიღუპა.

ტრაგედიის თვითმხილველებს, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ, ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდათ. ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ვეფხვის დაძინებას არ აპირებს, რადგან ის თავისი ინსტინქტების მიხედვით მოქმედებდა.

რამდენიმე წლის წინ ციურიხის ზოოპარკში მოკლეს უიშვიათესი სახეობის ნიანგი, რომელიც მომვლელს თავს დაესხა. ქალის გადასარჩენა, ზოოპარკის დაცვა იძულებული გახდა ნიანგი მოეკლა.

infopostalioni.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close