fbpx
ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

„ვიზეარი“ – ბაზა ქუთაისში არ უქმდება, ოპერაციები შეჩერებულია დროებით

რა კომპენსაციას სთავაზობს კომპანია მგზავრებს, რომელთა ფრენები გაუქმდა?

ვიზეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას, –  ინფორმაციას კომპანია „ვიზეარი“ ავრცელებს.

ვიზეარის“​ ბაზა ქუთაისში არ უქმდება, ოპერაციები შეჩერებულია დროებით და ავიახომალდები სხვა ბაზებზეა გადაყვანილი. კომპანია არ აპირებს დასაქმებულების გათავისუფლებას, მათ შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და დროებით სხვა ბაზებსა და მიმართულებებზე დაასაქმებენ“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზეარის“ კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერის, ანდრაშ რადოს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე დროებით ჩერდება ოპერირება და არ იხურება.

„ჩვენ შევაჩერეთ ოპერაციები ქუთაისის ბაზიდან“, – აცხადებს „ვიზეარის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო. ის სამომავლო გეგმებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და განმარტავს „საკმაოდ ადრეა იმისთვის, რომ ჩვენი შემდგომი გეგმების შესახებ ვიმსჯელოთ. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას“.

„ჩვენს აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენს ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს. დროებით ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას და მას შემდგომი მითითებების მიღების შემდეგ აღვადგენთ. ყველა ადამიანი, რომელიც ქუთაისის ბაზაზე იყო დასაქმებული, შეინარჩუნებს სამსახურს და ჩვენ ამჟამად ჩვენს ქსელში ვეძებთ შესაბამის სამუშაო ადგილებს, რათა მათ შევთავაზოთ. ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და როგორც მედიას, ისე მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებს „ვიზეარის“ კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრაშ რადო.

მისივე თქმით, მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს შესთავაზებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ბილეთის ღირებულების სრულად ანაზღაურებაა.

„სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ფრენების გაუქმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობებთ მგზავრებს, რომელთა ფრენებიც გაუქმდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრებს ყოველთვის სამ არჩევანს ვთავაზობთ. პირველი: მათ შუძლიათ უფასოდ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ბილეთი. მეორე შემთხვევაში მგზავრებს თანხის 120% დაუბრუნდებათ „ვიზეარის“ ანგარიშზე, რომლის გამოყნებაც შეუძლიათ ორი წლის განმავლობაში და მესამე ვარიანტი არის თანხის 100%-ის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე“, – განაცხადა ანდრაშ რადომ.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციასმიჰყვება მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს და ელოდება განკარგულებას აგვისტოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close