მედიცინამსოფლიო

პანდემიის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორია, უარესი წინ არის – ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორია და უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ეს განცხადება ტედროს ადანომ გებრეისუსმა 29 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, თუ მთავრობები სწორ პოლიტიკას არ მიმართავენ, მაშინ ვირუსით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზავნილი იგივეა: „ჩაატარეთ ტესტირება, იპოვეთ ინფიცირებულები და მათი კონტაქტები, მოახდინეთ იზოლაცია და გადაიყვანეთ კარანტინში“.

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. ჩვენ ყველას გვინდა, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყენაში პროგრესი არის, გლობალურად პანდემია მაინც ძალას იკრებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მან მოუწოდა მთავრობებს, მიბაძონ გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს, რომელთაც ეპიდემიის გაკონტროლება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსი 10 მილიონ ადამიანზე მეტს დაუდგინეს, კოვიდ-19-ით 500 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. შემთხვევების ნახევარი აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირდა.

ამჟამად პანდემიის ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკაა. ვირუსის შემთხვევები ასევე მატულობს სამხრეთ აზიასა და აფრიკაში, სადაც დაავადების პიკი ივლისის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close