fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიის ქალაქ ვოში ვირუსის მატარებელთა 40 პროცენტი უსიმპტომო იყო

„ფრანს 24“-ის ინფორმაციით, იტალიის ერთ-ერთ კომუნაში კოვიდინფიცირებულთა 40 პროცენტი უსიმპტომო იყო. გამოცემა ამ ინფორმაციას ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვოში (კომუნა პადუის პროვინციაში, ვენეტოს რეგიონი), სადაც 3400 ადამიანი ცხოვრობს, თებერვლის ბოლოს კოვიდ-19-ის პირველი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. კომუნაში დაუყონებლივ გამოცხადდა მკაცრი კარანტინი, კარანტინის პერიოდში მოსახლეობის 85 პროცენტს ტესტირება ჩაუტარდა.

ტესტების პასუხებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 40 პროცენტი ვირუსის უსიმპტომო მატარებელი იყო. ტესტირების შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ 10 წლამდე ასაკის ბავშვები ახალი ტიპის კორონავირუსით არ დაინფიცირებულან, მიუხედავად იმისა, რომ მათ კოვიდინფიცირებულებთან ჰქონდათ შეხება.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close