fbpx
კრიმინალიმსოფლიო

ლუვრის ყოფილი კურატორი ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის გამო დააკავეს

საფრანგეთის პოლიციის განყოფილებამ, რომელიც ხელოვნების სფეროში მომხდარ დანაშაულზე მუშაობს, ხუთი არტ-ექსპერტი დააკავა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ექსპერტები ახლო აღმოსავლეთიდან უკანონოდ გატანილი ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდნენ. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ლუვრის ყოფილი კურატორი და სააუქციონო სახლ Pierre Bergé & Associés-ს თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საუბარია ასობით ხელოვნების ნიმუშზე, რომელთა ერთობლივი ღირებულებაც ათობით მილიონი ევროა და ისინი, სავარაუდოდ, უკანონოდ იქნა გატანილი ეგვიპტიდან, სირიიდან და იემენიდან, ასევე, ლიბიის ტერიტორიიდან, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლერს.

წყარო: allart.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close