fbpx
მედიცინაიტალიასაზოგადოება

იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი კოღოს ნაკბენით არ გადადის

კორონავირუსს არ შეუძლია კოღოების საშუალებით გადავიდეს, – ამის შესახებ 26 ივნისს იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა (ISS) განაცხადეს

კვლევის მიმდინარეობისას, რომელიც ISS-ის მკვლევარებმა ვენეციის ზოოპროფილაქტიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად ჩაატარეს, გაირკვა, რომ კორონავირუს SARS-CoV-2-ს, რომელიც კოღოზე დაავადებული ადამიანის სისხლით გადადის, შემდგომში გამრავლების და გადაცემის უნარი არ აქვს.

მთლიანობაში, ISS-ის თანამშრომლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სისხლისმწოველ მწერებს არ შეუძლიათ კორონავირუსის გადამტანები იყვნენ. ამ შემთხვევაში საუბარია არა მარტო ჩვეულებრივ კოღოებზე (Culex pipiens), არამედ, აგრეთვე, აზიურ ვეფხვის კოღოებზე (Aedes albopictus), რომლებსაც დენგეს ვირუსი და სხვა ინფექციები გადააქვთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close