მსოფლიოხელოვნება

ბარსელონის ოპერის თეატრში კარანტინის შემდეგ პირველი კონცერტი უჩვეულო გარემოში გაიმართა (ვიდეო)

ტაშს ქოთნის მცენარეები უკრავდნენ

პანდემიის შემდეგ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ოპერის თეატრ „ლისეუში“ (Liceu) პირველი წარმოდგენა გაიმართა.

ცნობილი ოპერის გახსნასთან დაკავშირებით პირველი კონცერტი უჩვეულო გარემოში ჩატარდა: დარბაზში მაყურებელთა ნაცვლად სკამებზე ასობით ქოთნის მცენარე იყო მოთავსებული. წარმოდგენის პირდაპირი ტრანსლაცია ოპერის ვებგვერდზე მიმდინარეობდა და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

კონცერტის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ასეთი კონცერტი დაგვეხმარება კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში ადამიანის მდგომარეობის აბსურდულობის გასააზრებლად: ადამიანები გახდნენ „აუდიტორია, მოკლებული შესაძლებლობას – იყვნენ მაყურებლები“. ამასთან, თეატრის ხელმძღვანელობის განცხდებით, ამ შოუმ უნდა დაადასტუროს ხელოვნების, მუსიკისა და ბუნების ფასეულობა.

2292 მცენარისგან შემდგარი „აუდიტორიისთვის“ მუსიკოსებმა პუჩინის „ქრიზანთემები“ შეასრულეს.
ახლა მცენარეებს ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს აჩუქებენ, რომელთა მხრებზეც გადაიარა პანდემიის მთელმა სიმძიმემ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close