ვიდეოპოლიტიკასაქართველო
გიორგი გაბუნიამ ვლადიმირ პუტინს მიმართა: „ვალოდია, დარაგოი ტი მოი, ვოვოჩკა…“
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ისევ მიმართა უცენზურო სიტყვებით რუსულ ენაზე.
„მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან დიდი, სამშობლოს ერთგული ქართული არმიის ერთი რიგითი ჯარისკაცი, სიტყვის ჯარისკაცი, როგორც ვთქვი. მე შეიძლება მოვკვდე (შეიძლება მომკლან). არა უშავს, ჩემ ადგილს სხვა, ჩემზე უფრო თავდადებული ჯარისკაცი დაიკავებს… ჩვენ ბევრი ვართ… მესროლეთ, თუ სწორად დამიზნებას შეძლებთ. თქვენი ტყვიის მე არ მეშინია. მე ვაგრძელებ ბრძოლას ჩემ მეგობრებთან ერთად და მე ვიომებ გამარჯვებამდე“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
კომენტარები