ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

ტბაში ჩაძირულმა იტალიურმა სოფელმა 27 წლის შემდეგ შესაძლოა დღის სინათლე იხილოს

იტალიაში მდებარე ხელოვნური ტბის, ვალის ფსკერზე 25 წელზე მეტი ხნის წინათ ჩაძირულმა უძველესმა სოფელმა ფაბრიკე დი კარეჯინემ 2021 წელს შესაძლოა დღის სინათლე იხილოს. ამის შესახებ ინფორმაცია ამ დასახლების ყოფილი მერის შვილმა გაავრცელა.

„სანდო წყაროების თანახმად, მომავალ წელს ტბას დააშრობენ. კაშხალი უკანასკნელად 1994 წელს დაცალეს და, მამაჩემის დიდი ძალისხმევით, სოფელმა მილიონზე მეტ ტურისტს უმასპინძლა“, – აცხადებს ლორენცა ჯორჯი.

ტოსკანის რეგიონში მე-13 საუკუნეში გაშენებული სოფელი, რომელიც, ძირითადად, რკინის წარმოებით იყო ცნობილი, 1946 წელს ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის მშენებლობისას დაიტბორა,150-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი კი ახლომდებარე დასახლება ვალი სოტოში გადაასახლეს.

ფაბრიკე დი კარეჯინეს ამ დროისთვის 30 მილიონზე მეტი კუბური მეტრი წყალი ფარავს, თუმცა მის ქვეშ უძველესი ქვის სახლები, თაღოვანი ხიდი, სასაფლაო და სან ტეოდოროს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. ჰიდროელექტროსადგურის აშენების შემდეგ ნასოფლარის ნაშთების ნახვა ტურისტებმა მხოლოდ ოთხჯერ – 1958, 1974, 1983 და 1994 წლებში შეძლეს, როდესაც კაშხალი გეგმური შეკეთებებისთვის დაცალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია Enel-ი, რომელიც ენერგეტიკული ობიექტის მფლობელია, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ვალის დაშრობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი მესვეურები იმედოვნებენ, რომ ეს როგორც ტბის დასუფთავების, ისე ტურიზმის განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close