მსოფლიოკულტურასაქართველო
„ღვინო საქართველოში დაიბადა“ – ქართული ღვინო იაპონურ კომიქსში
პოპულარულ იაპონურ კომიქსში (იგივე მანგა), სახელწოდებით „რამენ საიუკი“, ერთ-ერთი ეპიზოდი ქართულ ღვინოს მიეძღვნა. ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე წერს.
კომიქსის გმირები აღნიშნავენ, რომ ღვინო საქართველოში დაიბადა, ხოლო ქართულმა ქარვისფერმა ღვინომ მსოფლიოში ახალ ტენდენციებს დაუდო საფუძველი.
ამავე დროს, ქართული ქარვისფერი ღვინო, თეთრი ან წითელი ღვინისგან განსხვავებით, აზიურ სამზარეულოსაც საუკეთესოდ შეეხამება.
ჟანრი მანგა იაპონიის პოპკულტურის განუყოფელი ნაწილია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასე რომ, ეს გროტესკული სტილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალებაა.
კომენტარები