საზოგადოებასაბერძნეთი

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას ბერძნული მედია გამოეხმაურა

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქის დაკავებას ბერძნული პრესა გამოეხმაურა. lifo.gr აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის უკან ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი დგას.

გამოცემა ეყრდნობა ბრიტანულ BBC-ს და დაწვრილებით აღწერს საქმის ვითარებას. სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ კადიროვი არაერთხელ დაუდანაშაულებიათ მკვლელობის ორგანიზებაში, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაში, წამებასა და მოწინააღმდეგეთა გაუჩინარებაში.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close