fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

რატომ გახსნა მღვდელმა ეკლესიაში „თაყვანისცემის ბარი“?

არგენტინაში ევანგელისტური ეკლესია პროტესტის ნიშნად კაფე-ბარად „გადაკეთდა“. ამ ფორმით ეკლესიის პასტორმა ის შეზღუდვები გააპროტესტა, რომლებიც დღემდე კრძალავს საეკლესიო მსახურებაზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას, მაშინ როდესაც მაღაზიები და კაფე-რესტორნები ამუშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

სანტა ფეს პროვინციის ქალაქ სან ლორენსოში მდებარე ევანგელისტურ ტაძარში „თაყვანისცემის ბარი“ გახსნეს – მაგიდები განათავსეს, მიმტანებად გადაცმული პასტორები კი ლანგრებით სახარების ეგზემპლარებს არიგებდნენ.

„დღეს მხოლოდ ოფიციანტებად გადაცმულებს შეგვიძლია ვემსახუროთ ღვთის რჯულს. ბარები და მაღაზიები იხსნება, ტაძრებში კი კვლავ შეზღუდვები მოქმედებს. რატომ ვართ დისკრიმინაციის მსხვერპლი? რწმენის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული“, – აცხადებს ტაძრის წინამძღვარი, პასტორი დანიელ კატანეო.

მისი განცხადებით, ამ პერფორმანსის მიზანი ქვეყანაში რელიგიურ შეკრებებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნაა.

სანტა ფეს პროვინციაში კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლებია, თუმცა მიუხედავად ამისა ტაძრებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close