მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპი – მე ვებრძვი აშშ-ის ჩრდილოვან მმართველებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის აშშ-ის „ჩრდილოვან მმართველებს“ ებრძვის. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ტრამპის თქმით, მისთვის იმპიჩმენტის მოწყობა „ჩრდილოვანმა მმართველებმა“ ცადეს.

„მე ვებრძვი ამ ქვეყნის ჩრდილოვან მმართველებს. მე ვებრძვი ჭაობს. მე გამოვააშკარავებ ამ ჭაობს. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც მიდის, ეს ფანტასტიკურია. მე მაქვს შანსი, გავტეხო „ჩრდილოვანი მმართველები“. ეს მანკიერი ხალხის ჯგუფია. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მათ არ ეგონათ, რომ მე საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებდი, მაგრამ მე მოვიგე არჩევნები. შემდეგ მათ ცადეს ჩემი თავიდან მოშორება“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე გააკრიტიკა დემოკრატიული პარტია და მედია, რომელიც, მისი თქმით, „კორუფციაშია ჩაფლული“.

„მე ვებრძვი ძალიან ძლიერ პარტიას – დემოკრატებს. მე ვებრძვი ობსტრუქციონისტებს – მედიას. მედია კორუმპირებულია ამ ქვეყანაში. მედია ტოტალურად კორუმპირებულია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close