მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდება

ჯო ბაიდენმა დელეგატთა საკმარისი რაოდენობის ხმა დააგროვა იმისთვის, რომ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდეს.

როგორც თავად ბაიდენმა დაწერა „ტვიტერში“, მას უკვე აქვს 1991 დელეგატის ხმა.

„მე გამოვიყენებ ყველა დღეს ბრძოლისთვის, რომ თქვენი ხმები მოვიპოვო, რათა ერთად გავიმარჯვოთ ბრძოლაში ერის სულისთვის“, – დაწერა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

ფაქტობრივად, ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა მთავარმა მეტოქემ ბერნი სანდერსმა საარჩევნო კამპანიის შეწყვეტისა და ბაიდენის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.

ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც, რომლის ადმინისტრაციაშიც ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ჯო ბაიდენი პრეზიდენტად უკვე მესამედ იყრის კენჭს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close