იტალიასაზოგადოება

9 ივნისიდან მსურველებს ისევ შეეძლებათ ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ ნახვა

დომინიკელების ყოფილი მონასტრის მთავარი ეკლესია Santa Maria delle Grazie მილანის ისტორიულ ნაწილშია. როგორც ცნობილია, მის სატრაპეზოში მდებარეობს ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული ყველაზე ცნობილი და იდუმალებით მოცული ფრესკა „საიდუმლო სერობა“. ლოქდაუნის გამო ჩაკეტვის შემდეგ, სამშაბათიდან, 9 ივნისიდან სატრაპეზოს კარი დამთვალიერებლებისთვის ისევ იხსნება. ამის შესახებ იტალიური მედია წერს

სანტა მარია დელლე გრაციეს სატრაპეზოში ერთდროულად 5 დამთვალიერებელს შეეძლება შესვლა (კარანტინამდე სატრაპეზოში ერთდროულად 35 ადამიანი დაიშვებოდა) ყოველ 15 წუთში ერთხელ. ვიზიტორთა მიღების საათებიც დროებით მცირდება – სატრაპეზო დამთვალიერებლებისათვის ღია იქნება  14:00-იდან 18:45 სთ-მდე.

როგორც ცნობილია, იტალიამ 3 ივნისიდან გახსნა შიდა საზღვრები რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილებისთვის, აგრეთვე, ქვეყნის საზღვრებიც უცხოელი ტურისტების მისაღებად და კარანტინის გამო დაკეტვის შემდეგ ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით იხსნება მუზეუმები და ღირსშესანიშნავი ადგილები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close