საზოგადოებასაქართველო

„სითი პარკის” მიერ დაკისრებული 850 000 ლარის ჯარიმები განულდება

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც კომპანია „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან.

„საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება.

ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ ათასობით მოქალაქეს ხსენებული დავალიანება გაუნულდება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close