დედის მიერ მიტოვებული და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა
დედის მიერ მიტოვებული ირლანდიელი და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.
58 წლის დევიდ მაკბრაიდმა და მისმა 52 წლის დამ, ჰელენ უორდმა ერთმანეთი ტელეშოუს საშუალებით იპოვეს. დევიდ მაკბრაიდი დედამ ქუჩაში გაჩერებულ მანქანასთან 1962 წელს, ჰელენ უორდი კი სატელეფონო ჯიხურში 1968 წელს დატოვა.
მაკბრაიდმა ამის შესახებ მხოლოდ 15 წლის ასაკში, დაბადების მოწმობის აღებისას გაიგო. ჰელენ უორდმა პატარა ასაკიდან იცოდა, რომ ის იშვილეს. 18 წლის ასაკში მან დნმ-ის ტესტი ჩაიტარა, შემდეგ კი ნათესავების პოვნის მიზნით ის ონლაინ-ბაზაში შეიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეშოუს პროდიუსერებმა ამავე ბაზაში დევიდის დნმ-ის ნიმუში შეიტანეს და თანხვედრა აღმოაჩინეს.
ტელეშოუს საშუალებით და-ძმამ გაიგო, რომ მათი მამა დუბლინში ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი იყო და კიდევ 12 შვილი ჰყავდა. ამასთან ერთად, ის პროტესტანტი იყო, მისი საყვარელი, დევიდისა და ჰელენის დედა კი – კათოლიკე. 50 წლის წინ ასეთი რელიგიური კონფლიქტი სკანდალს გამოიწვევდა, ამიტომ დევიდისა და ჰელენის დედამ შვილებზე უარი თქვა.
დევიდისა და ჰელენის მამა 1993 წელს, დედა კი 2017 წელს გარდაიცვალა.
imedinews.ge
კომენტარები