იტალიასპორტი

მილანში ჯენარო გატუზოს და გარდაიცვალა 37 წლის ასაკში

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლომბარდიაში ჩავიდა

დღეს მილანში გარდაიცვალა „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ცნობილი ფეხბურთელის, ჯენარო (რინო) გატუზოს და – ფრანჩესკა, რომელიც 37 წლის იყო. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მხოლოდ ცნობილია, რომ ჯენარო გატუზოს და 20 თებერვალს მოათავსეს საავადმყოფოში და მას შემდეგ რეანიმაციაში იმყოფდებოდა.

ფრანჩესკა 3 თვეზე მეტხანს ებრძოდა მძიმე სენს, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა. მას მეუღლე და 3 წლის ვაჟიშვილი დარჩა.

საფეხბურთო კლუბი „მილანი“ მწუხარებას გამოთქვამს ფრანჩესკა გატუზოს გარდაცვალების გამო. იგი კლუბში დიდხანს მუშაობდა მდივნად მაშინ, როდესაც მისი ძმა „მილანის“ ფეხბურთელი იყო, შემდეგ კი – მწვრთნელი.

„ფრანჩესკა გატუზო დაავადებას ისეთივე ძალით და ენერგიით შეხვდა, როგორსაც კლუბს და გულშემატკივრებს ჩუქნიდა ყოველდღე. რინო, ვიზიარებთ შენს და შენი ოჯახის უზარმაზარ ტკივილს დანაკარგის გამო. მშვიდად განისვენე, ძვირფასო ფრანჩესკა“, – ნათქვამია „როსონერის“ ტვიტერის პოსტში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close