რას არ გაიგებ/ფაქტებიnews

აშშ-ში კატამ ორსახიანი კნუტი გააჩინა (ვიდეო)

აშშ-ში, ორეგონის შტატში კატას ორსახიანი კნუტი გაუჩნდა. ამის შესახებ CBS NEWS-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კნუტის დედის პატრონებმა მას ბისკიტს ენდ გრეი დაარქვეს. ისინი პატარას უვლიან და მის გასხვისებას არ აპირებენ. მათივე თქმით, კნუტი მადას არ უჩივის და ორივე პირით შეუძლია ჭამა. უნიკალურ პატარა ცხოველს ორი პაწაწინა ცხვირი, ორი პირი და 4 თვალი აქვს.

ოჯახის დიასახლისის, კაილი კინგის თქმით, კატას სულ 6 კნუტი გაუჩნდა, თუმცა ოჯახში ხუმრობენ, რომ 6,5 კნუტი ჰყავთ.

ჩვეულებრივ, ორსახიანი კატების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა, თუმცა ყველაზე ასაკოვანმა ასეთმა კატამ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობდა, 15 წელი იცოცხლა (2014 წელს მოკვდა).  ფრენკი და ლუი (ასე ერქვა მას) გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე „ხანდაზმული“ იანუსის კატა (ამ სინდრომს ასეთი სახელი დაერქვა ძველბერძნული მითოლოგიის ღმერთის, იანუსის გამო, რომელსაც ორი სახე ჰქინდა). ბისკიტის ოჯახი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვთ, რომ პატარა მათთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close