მსოფლიოსაზოგადოება

რუსეთის მთავარი სატელევიზიო ექიმის „რეცეპტი“ – როგორ გავხდეთ მილიონერი (ვიდეო)

ელენა მალიშევა, რომლის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი ხელფასია, ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში ნამდვილ ოქროს სასახლეს და ნიუ-იორკში, პარკ ავენიუზე კი ორ ბინას ფლობს.

ყველა, ვინც საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, ვიცნობთ პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „ჯანმრთელობის“ („Здоровье“) უცვლელ წამყვანს ელენა მალიშევას. საჭოთა კავშირის და ახლა რუსეთის მთავარი „სატელევიზიო ექიმი“ 23 წელია არ ჩამოდის ეკრანიდან – მას რუსეთის პირველ არხზე მიჰყავს ყოველდღიური გადაცემა „ვიცხოვროთ ჯანმრთელად“ („Жить здорово“) და ყოველკვირეული „ჯანმრთელობა“ („Здоровье“).

მთავარი სატელევიზიო ავტორიტეტი, პრაქტიკულად, რუსეთის სამედიცინო დარგის პროპაგანდისტული მანქანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ის გახდა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მთავარი სამთავრობო სპიკერი.

რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ტელეწამყვანმა ელენა მალიშევამ ცოტა ხნის წინ COVID-19-ზე საუბრისას, განაცხადა: „მე ახლაც მჯერა, რომ ეს ვირუსი სასწაულთა სასწაულია, სასწაულთა სასწაული! 20 წლამდე ასაკის ბავშვები არ იღუპებიან, არ ავადდებიან, არ ხვდებიან რეანიმაციაში“.

ასეთი უაპელაციო განცხადება ვერაფრით აიხსნება, თუ არა მთავრობის პროპაგანდისტული მესიჯით – „კოვიდი რუსებს ვერ მოერევა“, რუსეთის საჯარო ფიგურები, მათ შორის, უმაღლესი კანონმდებლები, ავრცელებენ მოსაზრებას, რომ რუსები, რაღაცნაირად, იმუნური არიან კორონავირუსის მიმართ.

შეუძლებელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ელენა მალიშევამ არ იცოდეს მსოფლიო სტატისტიკა, ან რუსეთის მაინც.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე კოვიდ-19-ის გვერდია, მაგრამ იქ ინფიცირებულთა დემოგრაფიული მონაცემები არ არის გამოქვეყნებული.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, რაღაც მონაცემის ნახვა შესაძლებელია 16 აპრილის ანგარიშში, რომელიც რუსეთის პედიატრთა კავშირის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მასში რუსეთის ბავშვთა რეანიმაცია-კონსულტაციის ფედერალური ცენტრის მონაცემებიცაა მოცემული, საიდანაც ჩანს, რომ 12 აპრილს 10 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული ინფექციით.

ორი მათგანი სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული (8 აპრილს 4 ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, 3 კი სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული).

მოკლედ, ცნობილი რუსი ექიმი ცრუობს, რომ კოვიდ-19-ით „ბავშვები არ ავადდებიან და არ ხვდებიან რეანიმაციაში“ და ამ და სხვა ტყუილებს თავისი ფასი აქვს და, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ მოძიებული მასალებიდან ჩანს, ეს ფასი მილიონობით დოლარია: რუსეთის მთავარი სატელევიზიო ექიმი, რომლის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი ხელფასია, ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში ნამდვილ ოქროს სასახლეს და ნიუ-ორკში, პარკ ავენიუზე კი ორ ბინას ფლობს.

დოკუმენტების მიხედვით, საცხოვრებელი ფართი სანდომიანმა სატელევიზიო ექიმმა 11 მილიონ დოლარად იყიდა. დანარჩენი ნახეთ ალექსეი ნავალნის ფილმში „თქვენი საყვარელი ექიმის ოქროს სასახლე“, პირდაპირ გეტყვით, რომ საკუთარ თვალებს არ დაუჯერებთ…

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close