მოგზაურობამსოფლიო

თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელებისთვის შეზღუდვები 20 მაისიდან იხსნება

თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები 20 მაისიდან იხსნება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში წერს.

„თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს“, – აღნიშნულია გიორგი ჯანჯღავას მიერ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთაშორისო ტურისტების მიღებას კი თურქეთი ივნისის შუა რიცხვებიდან განაახლებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close