ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის,  18-24  მაისი

18-იდან 21 მაისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. დაიძაბეთ და შეეცადეთ გადაიხადოთ ყველა დავალიანება, რომელიც დაგრჩათ. ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. პირველ რიგში, ბანკის სესხი გაისტუმრეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნეთ ვალი კონკრეტრულ ადამიანებს. შეეცადეთ უახლოეს მომავალში ვალი  არ აიღოთ.

22 მაისს ახალმთვარეობაა. კარგი დროა იმისთვის,  რომ ურთიერთობები გაარკვიოთ. დაუსვით  თქვენს რჩეულს შეკითხვები, რომელთა დასმასაც ვერ ბედავდით.  ბოლოს და ბოლოს, მიიღეთ მათზე პასუხები. ყველაფერი გაირკვევა და მიხვდებით, გელით თუ არა ბედნიერი მომავალი მასთან ერთად.

23-24 მაისი მზარდი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში აუცილებელია ფრთხილად იყოთ მგზავრობის დროს. დიდია ავარიისა და ავტომობილის დაზიანების ალბათობა, რაც შეიძლება მოხდეს  ბანალური  გაუფრთხილებლობისა და უყურადღებობის გამოც. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა საფრთხე დაკავშირებული იყოს წყალთან ან მოწამვლასთან.

 

ვერძი

მოგიწევთ დიდი დრო დაუთმოთ საოჯახო საქმეებს, მაგრამ კვირის ბოლოს გულწრფელად გაიხარებთ თქვენი წარმატებებით. ფრთხილად იყავით ადამიანებთან, რომლებიც დახმარებას გთავაზობენ, შესაძლოა ისინი ამას გულწრფელად არ აკეთებენ. და ფული არ ისესხოთ: ახლა უამისოდაც იოლად გახვალთ და თუ ისესხებთ, გაგიჭირდებათ დროულად დაბრუნება.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კურო

ზოგიერთი საქმე ლოგიკურ დასარულამდე რომ მიიყვანოთ, მოთმინება გჭირდებათ. რთული დრო იქნება მათთვის, ვისაც თავის ტკივილი (შაკიკი) ან კუჭი აწუხებს.  წამლების გარეშე არაფერი გამოვა. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე – თავს უკეთესად იგრძნობთ!

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე:  23.

 

ტყუპი

საშუალება გექნებათ, ირგვლივ მყოფებს დაეხმაროთ. გამოიყენებთ თუ არა ამ შანსს, თქვენი გადასაწყვეტია. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, დიდი ალბათობით, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ფული შემოგელევათ და „ქამრის შემოჭერა“ მოგიწევთ. მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ხარჯები მომავლისთვის გადადეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 24.

არასასიკეთო დღე:  19.

 

კირჩხიბი

ბევრი პატარა საქმე გელოდებათ უახლოეს დღეებში. რთული არ იქნება მათი მოგვარება, მაგრამ ბევრი საზრუნავი გაგიჩნდებათ. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით გზაზე. ახლა მნიშვნელოვანია კარგი საქმეების კეთება. ყველა გაკეთებული სიკეთე უკან სრულად დაგიბრუნდებათ! თქვენს ყურადღებასა და დახმარებას განსაკუთრებით მშობლები ელიან.

სასიკეთო დღეები: 23, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ლომი

ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ დაიწყოთ რაღაც ახალი, ჩამოაყალიბეთ დადებითი ჩვევები. ახლა კარგია ახალი მეგობრების შეძენა. უარი არ თქვათ არცერთ მიწვევაზე, რომელსაც მიიღებთ. მოულოდნელი შეხვედრა გელით, ფხიზლად იყავით.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე:  18.

 

ქალწული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის პირველ ადგილზე სამუშაო აღმოჩნდება. ეს ცუდი არ არის: თქვენ შეძლებთ კარიერულ წინსვლას. მაგრამ ოჯახს ნუ დაივიწყებთ, თორემ მეუღლე შეიძლება გაგინაწყენდეთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს, განსაკუთრებით კოლეგებთან საუბრისას. ნაკლებად ისაუბრეთ მათთან თქვენს პირად ცხოვრებაზე.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

სასწორი

ფრთხილად შეარჩიეთ ისინი, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა გექნებათ. ყველას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენზე. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას შეეცადეთ რბილი და კეთილგანწყობილი იყოთ. სიამაყე და ქედმაღლობა ახლა უსარგებლოა. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

 

მორიელი

არასტაბილური პერიოდია: დღეს შეიძლება ჯილდო მიიღოთ, ხვალ კი რაღაცაზე იმედგაცრუეული დარჩეთ. მადლიერებით მიიღეთ ყველაფერი, მაშინ ადვილად გადალახავთ ამ პერიოდს. ახლა შეგიძლიათ საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდეთ, მორალურ კმაყოფილებასაც მიიღებთ და მადლიერებასაც დაიმსახურებთ. კვირის ბოლოს მატერიალურ ჯილდოს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე:  22.

 

მშვილდოსანი

დაუვიწყარი პერიოდი გელით! იქნება ბევრი სასიამოვნო შეხვედრა, ღონისძიებები, სადაც აუცილებლად მიგიწვევენ. და განწყობაც, ბოლოს და ბოლოს, გამოგიკეთდებათ. ხელიდან არ გაუშვათ ხელსაყრელი შეთავაზება! თავდაპირველად ის სარისკოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ ამჯერად შეგიძლიათ  რისკზე წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე:  18.

 

თხის რქა

ამ კვირაში თქვენი ემოციური მდგომარეობა მერყევი იქნება. განწყობა ყოველდღე შეგეცვლებათ, თუ ყოველ საათში არა. ამ რთული პერიოდის გამკლავებაში ნებისმიერი შემოქმედებითი აქტივობა დაგეხმარებათ. შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ. ნუ უგულებელყოფთ საეჭვო სიმპტომებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე:  22.

 

მერწყული

პირად ცხოვრებაში რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ: წახვიდეთ თუ დარჩეთ? მოუსმინეთ თქვენს გულს და არა – მეგობრებს, მაშინ არ შეცდებით. სესხები, რომლებიც შეგიძლიათ დაფაროთ ამ პერიოდის განმავლობაში, არ იმოქმედებს თქვენს ბიუჯეტზე. ასე რომ, უმჯობესია ეს ახლა გააკეთოთ, მით უმეტეს, რომ ფინანსები ამის საშუალებას გაძლევთ.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე:  19.

 

თევზები

დროა გააანალიზოთ საკუთარი შეცდომები და შესაბამისი დასკვნები გააკეთოთ. ეს დაგეხმარებათ მომავალში. ახლა შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი შვებულება და ადიანად დაჯავშნოთ ბილეთები, ეკონომიას გააკეთებთ. პრობლემებს შეგიქმნიან ხანდაზმული ახლობლები: მათ განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა დასჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 19, 24.

არასასიკეთო დღე:  20.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close