საბერძნეთში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ – მალე ძალაში შედის ახალი კანონი
2020 წლის 8 მაისს საბერძნეთის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა ცვლილებები საიმიგრაციო კანონმდებლობაში.
საუბარია ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ცვლილებაზე, თუმცა აქ მინდა შევეხო მხოლოდ იმ ცვლილებებს, რომლებიც ეხება ე. წ. „7-წლიანით“ აღებულ ბინადრობის უფლებებს (άδεια διαμονής για εξαιρετικούς λόγους). შესაბამისად, ვის ბინადრობის უფლებასაც აწერია „Εξαιρετικοί Λόγοι“ ან ასეთ ადიაზე გაქვთ შეტანილი განცხადება, ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი.
შესული ცვლილებების შემდეგ ზემოაღნიშნული კატეგორიის ყველა იმ ბინადრობის უფლების გადავადებისთვის, რომელიც ახალი კანონის გამოსვლის შემდეგ იქნება გაცემული, საჭირო იქნება დაზღვევა ან სახელმწიფო ფონდში (ანუ ენსიმები/ერგოსიმოები), ან კერძო სადაზღვევო კომპანიებში. ხოლო ყველა არსებული ბინადრობის უფლებების შემთხვევაში ძალაში რჩება ძველი რეჟიმი, როცა ენსიმები ან ერგოსიმოები საჭირო არ იყო და გადავადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ΑΦΜ, ΑΜΚΑ, და ΑΜΑ-ს ნომრების წარდგენის საფუძველზე.
აღნიშნული კანონი ძალაში შევა საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთნავე.
პააატა სიმსივე
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/simsive.paata/posts/559643174932376
კომენტარები