მოგზაურობაnews

ავიაკომპანია „რიანეარი“ პირველი ივლისიდან ფრენების 40 პროცენტის აღდგენას გეგმავს

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია „რიანეარი“ ფრენების 40 პროცენტს პირველი ივლისისთვის აღადგენს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

ავიაკომპანიამ კოვიდ-19-ის გამო რეისების უმრავლესობა მარტის შუა რიცხვებიდან გააუქმა.

რიანეარი“ ყოველდღიური ფრენების განრიგით იმუშავებს, რომელშიც 1000 ფრენაა გათვალისწინებული, აღდგება ფრენა კოვიდ-19-მდე არსებული მიმართულებების 90 პროცენტში“, – აცხადებენ კომპანიაში.

ავიაკომპანიის თანამშრომლები და მგზავრები ვალდებული იქნებიან, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში პირბადეები ატარონ, დაიცვან სოციალური დისტანციის წესები. ისინი თერმოსკრინინგსაც გაივლიან.

„ოთხი თვის შემდეგ დროა, ევროპაში ფრენები აღდგეს, რათა გავაერთიანოთ ოჯახები, მეგობრები, მივცეთ ხალხს საშუალება, დაუბრუნდნენ სამუშაოს და ევროპის ტურიზმი, რომელიც მილიონობით სამუშაო ადგილს ქმნის, ხელახლა ავამუშაოთ“, – განაცხადა „რაინეარის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ედი უილსონმა.

უილსონმა ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ჯანდაცვის ექსპერტებთან, რათა ფრენები რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს მგზავრებისა და ეკიპაჟისთვის.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close