იტალიასაზოგადოება
როგორ შეეგება იტალიაში 56-დღიანი განშორების შემდეგ ძაღლი ახალგაზრდა ქალს (ვიდეო)
4 მაისიდან იტალიაში კარანტინის ზომების შემსუბუქება დაიწყო და მოსახლეობას ახლობლების მონახულების უფლებაც მისცეს. ჯესიკა კრისტოფოლინიმ 56 დღის შემდეგ პირველად შეძლო თავის შეყვარებულთან, ფაბრიციო ბოტამედისთან მისვლა, სადაც მას ფაბრიციოს ძაღლი, ალიც ელოდებოდა. მათი შეხვედრის გულისამაჩუყებელი ვიდეო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ზუსტად 00:00 სთ-ზე და დაწერა:
„შეგიძლიათ ადამიანის გული გამოიცნოთ იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა ცხოველებს.
შეიკავეთ სუნთქვა 60 წამით.
ყველას გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და დიდი მადლობა მათ, ვინც არასდროს ჩერდება“.
კომენტარები