ვიდეოისტორიაჩვენი ფავორიტი

რა ხდებოდა და რა სასწაულებს ატრიალებდნენ ქვემო მაჩხაანელები თავიანთ სოფელში (ვიდეო)

საოცარი სოფელია ქვემო მაჩხაანი – სიღნაღის მუნიციპალიტეტის ეს პატარა და ბევრისთვის უცნობი სოფელი, რომლითაც ქიზიყელები ამაყობენ, მაგრამ ვეღარ პატრონობენ.

სოფელი, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნეში იქ მცხოვრებმა ადამიანებმა თვითორგანიზებისა და ინიციატივების საკვირველი მაგალითებით შექმნეს. მარტო იმის გახსენებაც საკმარისია, რომ 9 წლის განმავლობაში სოფლის თითოეული მკვიდრი აგროვებდა ფულს, რათა ქვემო მაჩხაანში თეატრი აეშენებინათ… და ააშენეს – 1899 წელს ქვემო მაჩხაანის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. შეძლეს და გახსნეს წიგნსაცავი, სახელოსნო სასწავლებელი, აფთიაქი და საავადმყოფო, ბანკი და სხვა, სოფლისთვის მნიშვნელოვანი არაერთი დაწესებულება.

საინტერესოა მეოცე საუკუნის დამდეგს სოფელში არსებული განწყობა, როგორ ეგებებიან ახალ საუკუნეს და როგორი იმედი და გეგმები აქვთ, თუმცა მათი მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ მრავალ ოჯახს მოუწია სოფლის დატოვება, შეფიცულთა მომხრეები კი დახვრიტეს.

რეპრესიებმა, შიშმა, თაობების უმოქმედობამ გამოიწვია მისი სახეცვლა იმ დონემდე, რომ დღეს თუნდაც  150 წლის წინანდელი ამბები ძალიან შორეულ წარსულად აღიქმება და ბევრი რამეც წაშლილია მეხსიერებიდან…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close