fbpx
მსოფლიოnews

უჰანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთის ქალაქ უჰანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უჰანში ახალი კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 6-ს მიაღწია.

რამდენიმეკვირიანი „მწვანე“ პაუზის შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა უჰანში გუშინ დაფიქსირდა. გავრცელებული ინფრომაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჩინეთში უცნობი ტიპის პნევმონიის აფეთქება (დაავადებას, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2 იწვევს, ჯერ უჰანის პნევმონიად მოიხსენიებდნენ, მოგვიანებით კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ოფიციალურად COVID-19 უწოდა) 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია. ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

თავიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ ინფექციას საერთაშორისოდ სერიოზულ საფრთხედ არ განიხილავდა, მოგვიანებით შეცვალა დამოკიდებულება და 30 იანვარს განაცხადა, რომ ახალი ვირუსი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექცია პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე: ჩინეთის ქალაქ უჰანში, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, COVID-19-ით დაავადების შემთხვევა გამოვლინდა

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close