მსოფლიოპოლიტიკა

„შპიგელი“ – ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

როგორც გერმანელი ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ნატოში უკვე დაიწყეს სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლითაც ალიანსმა ვირუსის ხელახლა გავრცელების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს.

„შპიგელის“ ცნობით, გეგმის შემუშავება ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩებთან გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე გადაწყდა.

ჟურნალისტების ცნობით, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ვირუსის მეორე ტალღაზე ალიანსის საპასუხო მოქმედებები ნატოს სანდოობისა და ერთიანობის „ლაკმუსის ტესტი“ იქნება.

არსებული ინფორმაციით, ნატოს გენერალური მდივანი ასევე გამოვიდა ინიციატივით, პანდემიის საპასუხოდ უფრო გრძელვადიანი გეგმა შემუშავდეს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close