მოგზაურობა

სარკინიგზო კომპანია EUROSTAR-ი მხოლოდ პირბადიან მგზავრებს მოემსახურება

სარკინიგზო კომპანია Eurostar-ი მგზავრებს მატარებლით მგზავრობის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ მათ პირბადე ეკეთებათ. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირბადის გარდა, დასაშვებია ნებისმიერი საშუალება, რომლითაც მგზავრი ცხვირისა და პირის დაფარვას შეძლებს.

ახალი კორონავირუსის გამო სარკინიგზო კომპანიის რეისების რიცხვი შემცირებულია. პანდემიის შემდეგ Eurostar-ი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე რეისს ახორციელებს ლონდონსა და პარიზს, ასევე, ლონდონსა და ბრიუსელს შორის.

Eurostar-ი საერთაშორისო ჩქაროსნული სარკინიგზო კომპანიაა, რომელიც ლონდონს ამსტერდამთან, ბრიუსელთან, პარიზთან, ლიონთან, როტერდამთან და სხვა არაერთ ევროპულ ქალაქთან აკავშირებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close