fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

ბოდრუმის მერმა თავის ბერძენ კოლეგებს პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა

თურქეთის ქალაქ ბოდრუმის მერმა ახმედ არასმა წერილი გაუგზავნა თავის ბერძენ კოლეგებს, კუნძულების – კოსის, კალიმნოსის, პატმოსისა და ლეროსის მერებს და პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს

შეგახსენებთ, რომ ბოდრუმი თურქეთის დასავლეთში, ეგეოსის ზღვის ნაპირას მდებარეობს. აღნიშნული კუნძულები მასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე კონტინენტურ საბერძნეთთან. ბოდრუმის მერმა სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პრობლემა საერთოა და მისი გადაწყვეტა ერთობლივი ძალებით უნდა მოხდეს. ახმედ არასის სიტყვებით, ეგეოსი მეგობრობის ზღვად უნდა გადაიქცეს და პანდემიისგან მომდინარე საფრთხემ ორი ქვეყნის ძალისხმევა უნდა გააერთიანოს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close